Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ტრაიან


რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ტრაიან ბასესკუმ განაცხადა,

რუმინეთის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ტრაიან ბასესკუმ განაცხადა,
რომ ქვეყანას სულ მალე ეყოლება ახალი მთავრობა. ჟურნალისტებთან შეხვედრისას, სამართლისა და ჭეშმარიტების ცენტრისტული ალიანსის ლიდერმა განაცხადა, რომ ორშაბათს, როგორც კი შეუდგება პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას, მოლაპარაკებას დაიწყებს სხვა პოლიტიკურ პარტიებთან კოალიციური კაბინეტის შექმნის თაობაზე. არც ბასესკუს ალიანსს, და არც მის მთავარ მეტოქეს - სოციალ-დემოკრატიულ პარტიას - პარლამენტში უმრავლესობა არ აქვთ, რის გამოც ცდილობენ, მცირე პარტიების მხარდაჭერა მოიპოვონ. ბასესკუმ უკვე გამორიცხა კოალიციის შექმნა "დიადი რუმინეთის" ნაციონალისტური ორიენტაციის პარტიასთან.
XS
SM
MD
LG