Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მოსახლეობა აღტაცებით შეხვდა ევროპის


თურქეთის მოსახლეობა აღტაცებით შეხვდა ევროპის კავშირის ლიდერთა გადაწყვეტილებას,

თურქეთის მოსახლეობა აღტაცებით შეხვდა ევროპის კავშირის ლიდერთა გადაწყვეტილებას,
კავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკება დაიწყოს ანკარასთან. ევროკავშირის ბრიუსელის სამიტზე გადაწყდა, რომ მოლაპაკება გაისად ოქტომბერში დაიწყება, თუმცა გარკვეული პირობებით. შეასრულა რა ერთ-ერთი ასეთი პირობა, თურქეთის პრემიერ-მინისტრი რეჯეფ თაიფ ერდოანი დათანხმდა, გააფორმოს საბაჟო ხელშეკრულება ევროკავშირის ათ ახალ წევრთან, მათ შორის, კვიპროსის ბერძნულ რესპუბლიკასთან. სამშობლოში დაბრუნებულ ერდოანს სტამბოლსა და ანკარაში ათასობით თანამემამულე შეეგება. პრემიერ-მინისტრმა შეკრებილთ ასეთი სიტყვებით მიმართა: [რეჯეფ თაიფ ერდოანის ხმა] "ამ შედეგების მიღწევამ არ უნდა მოგვადუნოს. პირიქით, ახლა კიდევ უფრო მეტი ძალისხმევა გვმართებს. ჩვენ - მთავრობა - კიდევ უფრო მეტს ვიმუშავებთ, მაგრამ არა - მარტო, არამედ ხალხთან ერთად."
XS
SM
MD
LG