Accessibility links

logo-print

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები მთავრობის კანცელარიას


საქართველოს სახელმწიფო მინისტრები მთავრობის კანცელარიას დატოვებენ და სამუშაოდ სხვა შენობაში გადავლენ.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრები მთავრობის კანცელარიას დატოვებენ და სამუშაოდ სხვა შენობაში გადავლენ.
სახელმწიფო მინისტრები უკვე მესამე დღეა, შენობას ირჩევენ. სახელმწიფო მინისტრმა ევროპასა და ჩრდილოატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის საკითხებში გიორგი ბარამიძემ საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსთან" ინტერვიუში განაცხადა, რომ სახელმწიფო მინისტრების გასახლების გადაწყვეტილება აღმასრულებელმა ხელისუფლებამ ფართის სიმცირის გამო მიიღო. ბარამიძის გარდა ახალ შენობაში გადავლენ სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების დარეგულირების საკითხებში გიორგი ხაინდრავა, ეკონომიკურ საკითხებში სახელმწიფო მინისტრად წარდგენილი ეკონომიკის განვითარების ყოფილი მინისტრი კახა ბენდუქიძე, სახელმწიფო მინისტრი ეთნიკურ უმცირესობათა სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში ზინაიდა ბესტაევა.
XS
SM
MD
LG