Accessibility links

logo-print

უკრაინაში პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხელი


უკრაინაში პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხელი მოაწერა დოკუმენტს საარჩევნო კანონში ცვლილებების შესახებ.

უკრაინაში პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ ხელი მოაწერა დოკუმენტს საარჩევნო კანონში ცვლილებების შესახებ.
ამ ხელმოწერით ძალაში შევიდა არჩევნების ახალი წესი, რომლითაც გამიზნულია მოახლოებული, 26 დეკემბრის არჩევნების სამართლიანად ჩატარება. ლაპარაკია საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურზე, რომელიც განმეორებით იმართება. უკრაინის პარლამენტი საარჩევნო კანონში ცვლილებებს მიემხრო 14 დეკემბერს, მაგრამ კუჩმა უარს ამბობდა კანონპროექტების ხელმოწერაზე იმ მიზეზით, რომ ოპოზიციის მომხრეებს პიკეტირებული ჰქონდათ პრეზიდენტის ადმინისტრაცია კიევში და კუჩმას არ ეძლეოდა ოფისში შესვლის საშუალება. დღეს კი კუჩმამ გაავრცელა განცხადება, რომ გადაწყვიტა მოაწეროს ხელი დოკუმენტს, რადაგან უკრაინას სჭირდება ცვლილება საარჩევნო კანონში. 26 დეკემბრის არჩევნები ოპოზიციონერი ვიქტორ იუშჩენკოსა და პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის მონაწილეობით ტარდება.
XS
SM
MD
LG