Accessibility links

logo-print

კულტურული მიმოხილვა


საქართველოში ის ხალხი, ვისაც კვლავაც სჯერა,

რომ ყოფიერება განსაზღვრავს ცნობიერებას, კულტურის კრიზისს სოციალურ სიდუხჭირეს უკავშირებს. მშობლებისთვის, რომელთაც უმძიმესი სამუშაო რეჟიმი აქვთ, რომლებიც დღესა და რამეს ასწორებენ, რათა ოჯახი გამოკვებონ, ტელევიზორი გარკვეული თვალსაზრისით შვებაცაა; ტელევიზორთან მოკალათებული ბავშვი არავის აწუხებს... თუმცა არ აწუხებს იმ მომენტში, როცა მშობელი თავისი საქმით არის დაკავებული. მოგვიანებით ირკვევა, რომ ბავშვმა ზეპირად იცის საეჭვო გემოვნების პოპმომღერლის მთელი რეპერტუარი, მისი სიმღერების ტექსტები და, რაც მთავარია, სწორედ ეს ჰგონია – მუსიკაც და პოეზიაც.

ჯერჯერობით არ არსებობს არავითარი გამოკვლევა, თუ რამდენ დროს ატარებს თანამედროვე ქართველი ბავშვი ტელევიზორთან. თუმცა ფსიქოლოგები, რომლებიც ბავშვებთან და მოზარდებთან მუშაობენ, დარწმუნებულები არიან, რომ ჩვენი ბავშვები ტელევიზორის ყურებას გაცილებით უფრო მეტ დროს უთმობენ, ვიდრე დასავლეთში. შეშფოთებული მშობლები ხშირად აღნიშნავენ, რომ მათ აღარ რჩებათ დრო ყურადღება დაუთმონ ბავშვების აღზრდას, უფრო სწორად მათ “სულიერ აღზრდას”, ე.ი. განათლებას. უამრავი მშობლისთვის კვირადღე, როცა ბავშვებს სკოლა არა აქვთ, ნამდვილ კოშმარად იქცევა ხოლმე. “სად შეიძლება წავიყვანოთ, ან სად შეიძლება დავტოვოთ ბავშვები, რათა ისინი როგორმე ჩამოვაშოროთ ტელევიზორს?” – ამ კითხვას დრეს ბევრი მშობელი სვავს. როგორც წესი, პრობლემის გადაწყვეტის საუკეთესო საშუალებად ითვლება მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ყოფილი პიონერთა სასახლე, რომელსაც, საბედნიეროდ, ქვეყანაში შექმნილმა ვითარებამ ვერაფერი დააკლო. თუმცა სწავლის ეგრეთ წოდებული “კლუბური მეთოდი”, რომელიც სასახლეში ჯერ კიდევ საბჭოთა ეპოქაში დამკვიდრდა, ზოგიერთ მშობელს არ აწყობს. მათ უნდათ, რომ ბავშვებმა კომპლექსური განათლება მიიღონ; კვირადღეს მაინც ეზიარონ იმას, რასაც სკოლაში არ ასწავლიან.

მაგალითად, გიცდიათ ოდესმე თქვენს ბავშვს “ჰამლეტი” წააკითხოთ, მერე კი მასთან ერთად შექსპირის პერსონაჟები დახატოთ? ან, უფრო მარტივი... “ცანგალა და გოგონა” იმღეროთ მასთან ერთად? ლექსენის სიმღერების ნაცვლად, ან, თუ გნებავთ, ლექსენთან ერთად, რაველის “ბოლერო” მოასმენინოთ? ან, არა და ბავშვებს ეს ყველაფერი შესანიშნავად გამოსდით. ამაში რომ დარწმუნდეთ მიაკითხეთ საბავშვო სტუდია “ადგილის დედას”, რომელიც თბილისში, გუდიაშვილის ქუჩაზე მდებარეობს. ესაა საკვირაო სკოლა, სადაც ლიტერატურას, მუსიკას, რეწვას, ქსოვას, ცეკვას ბავშვებს კომპლექსურად ასწავლიან.

[ქეთევან დადიანის ხმა]24.6.20 “ბოლეროს იმიტომ ვისმენდით, რომ მუსიკალური გამოსახვის შესაძლებლობებს გავუსვით ხაზი... იციან უკვე ტემბრი, ტემპი. მე კი ვეუბნები – 18 წუთი ჟღერს ეს ნაწარმოები. ვინ მიხვდება რა შეიცვალა და რა არ შეიცვალა....ანალიზის უნარი კონსერვატორიის სტუდენტებსაც არა აქვთ ხშირად. ამათ კი მითხრეს, რომ აქ იცვლება ტემბრული დრამატურგია და დინამიკა”

ეს იყო მუსიკისმცოდნე ქეთევან დადიანი, რომელიც დარწმუნებულია – ასეთი კომპლექსური სწავლება სრულიად ახლებურად წარმოაჩენს ბავშვების შესაძლებლობებს. ქალბატონი ქეთევანი იმასაც აღნიშნავს, რომ 2000 წელს გახსნილ საბავშვო სტუდიაში ბავშვებს რაღაც განსაკუთრებული ნიჭის მიხედვით არ იღებენ; მთავარია ბავშვი დაინტერესდეს, მთავარია შემეცნების პროცესი დაემსგავსოს თამაშს, რომელშიც ერთნაირი გატაცებით ერთვებიან პატარებიც და უფროსკლასელებიც. სწორედ თამაშებეზე, უფრო სწორად “ხალხურ თამაშებზე” გაამახვილა ყურადღება ჩვენთან საუბარში ხალხური რეწვისა და ფოლკლორის პედაგოგმა, ნანა ხოჭოლავამ

[ნანა ხოჭოლავას ხმა]24.02.10 “ხალხური თამაშობანი აღმოვაჩინეთ... როგორი საინტერესო ყოფილა. ქართული ხალხური შემოქმედებიდან თითქმის ყველაფერს ყურადღება ექცევა – სიმღერას, ცეკვას... ხალხური თამაშობები თითქმის სრულიად მივიწყებულია. აღმოჩნდა, რომ ეს არის დიდი განძი...მიხვდნენ, რა ყოფილა ეს სოფელი... სიმკვირცხლე, რაც საჭიროა მათთვის....3.25 მაგალითად ღვინის ჭურჭელი... ღვინის ჩამოსახმელი ჭურჭლის სახელები ერთ თამაშს მივუსადაგეთ “ჩემო ნათლის დედაოს”... თამაშობენ და თან ამ სიტყვებს იმახსოვრებენ”

საბავშვო სტუდიის მესვეურებმა შემთხვევით არ დაარქვეს საკვირაო სკოლას "ადგილის დედა"”.. დღეს, როცა ხელისუფლებამ უცხოეთში მცხოვრები ქართველების სამშობლოში დაბრუნებაზე დაიწყო საუბარი, ჩვენს სივრცეში ამ ხალხის, განსაკუთრებით საზღვარგარეთ დაბადებული ბავშვების ინტეგრაციის პრობლემა ადვილად ვერ გადაიჭრება. საბავშვო სტუდიის მესვეურები თვლიან, რომ ჩვენს საზოგადოებაში დასამკვიდრებლად ამ ბავშვებს აუცილებლად უნდა გავუღვიძოთ ერთგვარი “გენეტიკური ცოდნა”, თუ გნებავთ “გენეტური ხსოვნა”, რომელიც პირველ რიგში ფოლკლორში – რეწვაში, ქარგვაში, სიმღერებში წარმოჩინდება. ამისათვის კითხულობენ აქ საგანს, სახელწოდებით “იმერ-ამერი”, ე.ი. ბავშვები ისტორიას, გეოგრაფიას, ყოფას კომპლექსურად სწავლობენ; ამ მიზნით კითხულობენ აქ ჯერ ქართულ, მერე ინდურ, ჩეხურ, სლოვაკურ ზღაპრებს... ბავშვები მსჯელობენ იმაზე, რაც ამ ზღაპრებს აერთიანებს და იმაზეც, რაც განასხვავებს... ლიტერატურის გაკვეთილზე, რომელსაც “შედევრები” ჰქვია, ბავშვები ცდილობენ დაადგინონ, თუ რით განსხვავდება შედევრი მდარე ნაწარმოებისგან, როგორია მხატვრული ხერხები, რომელსაც ავტორი იყენებს... “საკვირაო სკოლაში” არც ასაკობრივი შეზღუდვა შეიმჩნევა. ნანა ხოჭოლავას თქმით, უფროსკლასელები მშვენივრად ერთობიან უმცროსკლასელებთან, მაგალითად რეწვის პროცესში... ისე, როგორც მრავალშვილიან ოჯახებში...

[ნანა ხოჭოლავას ხმა]24.00.24 “სოფელი ბევრმა არ იცოდა რა იყო, ვცდილობთ სოფელს მივაახლოვოთ, აღმოვაჩინეთ უფროსებმა, რომ ამაში არის ხსნა... თავიდან იმიტომ დავიწყეთ, რომ ნიჰილიზმი ბობოქრობდა ყველა ფენაში...”

ნიჰილიზმი და უცხოს შიში საკვირაო სკოლაში მთლიანად დაძლეულია. ორი კვირის წინ “ადგილის დედის” აღსაზრდელებს თანატოლები ეწვივნენ საინგილოდან, ისრაელიდან. ისინი ერთად შეუდგნენ რეწვას, სუვენირების გაკეთებას. დამეგობრდნენ, მისამართები გაცვალეს, იმღერეს... სიმღერით შეხვდნენ “რადიო თავისუფლებასაც”

[ხმაური ბავშვები. 25..00.45... “გამარჯობათ, გამარჯობათ”
01.35 “ეს მერე დავწეროთ, ეხლა ვიმღეროთ...2.20 “აბა საით დგანან პირველი ხმები, მეორე ხმები... 2.48 “აბა დავიწყოთ... “ცანგალა და გოგონა”

საკვირაო სტუდიაში სტუმრობისას ბავშვებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ... აქამდე არ ვიცოდით - ქართულ სოფელში, ხელსაქმის დროს, ქალები, ღამით, რომ არ დასძინებოდათ, თურმე მღეროდნენ ხოლმე

[ხმა. “ბახტრიონი”]25.4.40 “მე დავუკრავ დოლზე... “აბა, დავიწყოთ”5.25“ბახტრიონი”...”

შობა-ახალი წელი ახლოვდება. ნანა ხოჭოლავა იმ საახალწლო სათამაშოებს გვიჩვენებს, რომელიც “ადგილის დედის” აღსაზრდელებმა დაამზადეს

[ნანა ხოჭოლავას ხმა]4.55 “ტრადიციულად ჩიჩილაკს ქვეშ ჰქონდა “ბასილას პურები”... პურისგან უნდა გამომცხვარიყო კრუხ-წიწილა, ნამგალი, ხმალი.... აუცილებლად უნდა გამომცხვარიყო ახალ წელს”

დედაქალაქში ახალი წლის აღსანიშნავად გერმანელი, ინგლისელი არტისტები ჩამოყავთ. ეს სიახლეა, რომელიც რამდენად გაამართლებს, ამას ახალი წლის ღამეს შევიტყობთ. ერთი კი ცხადია, უცხოელი სტუმრები აუცილებლად იკითხავენ – თქვენ როგორღა ხვდებოდით შობას, ახალი წლის აღნიშვნის რომელი რიტუალია თქვენთვის ახლობელი?
XS
SM
MD
LG