Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შინაგანი ჯარის მუხროვანის ბრიგადა ორშაბათს


შინაგანი ჯარის მუხროვანის ბრიგადა ორშაბათს თვითნებურად დატოვა დაახლოებით 60-მდე ჯარისკაცმა.

შინაგანი ჯარის მუხროვანის ბრიგადა ორშაბათს თვითნებურად დატოვა დაახლოებით 60-მდე ჯარისკაცმა.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯარისკაცებმა სამხედრო ნაწილი მძიმე სოციალური პირობების გამო დატოვეს. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯარები გასულ თვეში ოფიციალურად გაუქმდა და თავდაცვის სამინისტროს იურისდიქციაში გადავიდა. პრეზიდენტი სააკაშვილი ქვეყნის შეიარაღებული ძალების დაფინანსების გაზრდის დაპირებით გამოდიოდა. ორშაბათის ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ოქრუაშვილმა, რომელმაც ხაზი გაუსვა იმას, რომ მუხროვანის ბრიგადაში კარგი სოციალური პირობებია.
XS
SM
MD
LG