Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა"


ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა", რომელიც მსოფლიოში პოლიტიკური უფლებებისა და

ამერიკულმა არასამთავრობო ორგანიზაცია "ფრიდომ ჰაუსმა", რომელიც მსოფლიოში პოლიტიკური უფლებებისა და
სამოქალაქო თავისუფლებების დაცვაზე მეთვალყურეობას ახორციელებს, განაცხადა, რომ რუსეთი ე.წ. "არათავისუფალი" ქვეყნების ჯგუფში "ჩამოქვეითდა". "ფრიდომ ჰაუსის" აღმასრულებელი დირექტორი ჯენიფერ უინძორი აღნიშნავს, რომ რუსეთის რეიტინგის გაუარესება ვლადიმირ პუტინის მიერ პოლიტიკური ძალაუფლების საკუთარ ხელში კონცენტრირებამ, მედიის დაშინებამ და შევიწროებამ, ქვეყნის სამართალდამცავი სისტემის პოლიტიზაციამ გამოიწვია. უინძორის თანახმად, ასეთ ცვლილებებს რუსეთის ხელისუფლება ავტორიტარიზმისკენ მიჰყავს. რაც შეეხება ზოგადად ყოფილი საბჭოთა კავშირის სივრცეში არსებულ ვითარებას, უკუსვლა შეინიშნება ბელორუსიაში, სომხეთსა და ლიტვაში. "ფრიდომ ჰაუსის" თანახმად, დემოკრატიის წახალისება შეინიშნება საქართველოსა და უკრაინაში. ყველაზე რეპრესიული რეჟიმის ქვეშ მყოფ ქვეყნებს შორის პირველი თურქმენეთია, ბირმასთან, კუბასთან, ლიბიასთან, ჩრდილოეთ კორეასთან, საუდის არაბეთთან, სუდანთან და სირიასთან ერთად. "ფრიდომ ჰაუსის" შეფასებით, 2004 წელს თავისუფლების კოეფიციენტი გაიზარდა. მსოფლიოს 192 ქვეყნიდან ის 46-ს თავისუფლად მიიჩნევს, 26-ს არათავისუფლად, დანარჩენს კი ნაწილობრივ თავისუფლად.
XS
SM
MD
LG