Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეთნიკურ ალბანელთა ყოფილ ლიდერ ავდილ


ეთნიკურ ალბანელთა ყოფილ ლიდერ ავდილ იაკუპის მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ

ეთნიკურ ალბანელთა ყოფილ ლიდერ ავდილ იაკუპის მაკედონიის დედაქალაქ სკოპიეში გამართულ
სასამართლო პროცესზე 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა ორი პოლიციელის გატაცების გამო. იაკუპიმ 2003 წლის აგვისტოში, მაკედონიის ეთნიკური კონფლიქტის დასრულებიდან ორი წლის შემდეგ გაიტაცა ორი პოლიციელი და მათი დახოცვით იმუქრებოდა, თუკი მის ორ თანამებრძოლს ციხიდან არ გაათავისუფლებდნენ. კრიზისი მაშინ იმით დასრულდა, რომ იაკუპიმ პოლიციელები გაუშვა, თავად კი კოსოვოში გაიქცა, სადაც რამდენიმე თვის მანძილზე იმალებოდა და საბოლოოდ ამერიკელ სამხედროებს ჩააბრდა. მიმდინარე წლის მარტში კი მაკედონიის ხელისუფლებას გადასცეს.
XS
SM
MD
LG