Accessibility links

logo-print

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები – პრემიერ-მინისტრი


უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები – პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციონერი

უკრაინის პრეზიდენტობის კანდიდატები – პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციონერი
ვიქტორ იუშჩენკო დღეს სატელევიზიო დებატებში შეხვდნენ ერთმანეთს. იუშჩენკომ თავისი ოპონენტი არჩევნების მეორე ტურის შედეგების გაყალბებაში დაადანაშაულა (ეს შედეგები მოგვიანებით უკრაინის უზენაესმა სასამართლომ გააუქმა). გარდა ამისა, იუშჩენკომ მკაცრად გააკრიტიკა იანუკოვიჩის მთავრობის ეკონომიკური პოლიტიკა. თავის მხრივ, პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ვიქტორ იუშჩენკოს მოქმედებამ ხელი შეუწყო უკრაინის საზოგადოების გახლეჩას და თავის ოპონენტს კომპრომისის ძიებისკენ მოუწოდა. ეს იყო პრეზიდენტობის კანდიდატთა ერთადერთი სატელევიზიო დებატები, რომელიც 26 დეკემბრამდე, მეორე ტურის ხელახალ კენჭისყრამდე გაიმართა.
XS
SM
MD
LG