Accessibility links

logo-print

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა, რომ ერაყის ჯარს ჯერჯერობით არ შესწევს უნარი,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა აღიარა, რომ ერაყის ჯარს ჯერჯერობით არ შესწევს უნარი,
ქვეყანაში უსაფრთხოება უზრუნველყოს. ამავე დროს, თეთრ სახლში მოწყობილ პრესკონფერენციაზე ბუშმა დაადასტურა, რომ საყოველთაო არჩევნები ერაყში დანიშნულ დროს - 30 იანვარს გაიმართება - მიუხედავად ძალადობის სულ უფრო მზარდი ტალღისა. [ჯორჯ ბუშის ხმა] "უკვე არსებობს მდგომარეობის სტაბილიზების საკმაოდ იმედისმომცემი ნიშნები. თუმცა, ცხადია, არ შეიძლება უარვყოთ ტერაქტების უარყოფითი ეფექტი. ეს ადამიანები უდანაშაულო ხალხს ხოცავს. ისინი ცდილობენ, გატეხონ როგორც ერაყელი, ისე ამერიკელი ხალხის ნება. დანაღმული ავტომანქანები, რომლებიც ბავშვებს ხოცავს, ანგრევს მორწმუნეთათვის წმიდა ადგილებს - აი, მათი "პროპაგანდის" იარაღი.
XS
SM
MD
LG