Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განმეორებით


აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განმეორებით გააფრთხილა ერაყის მეზობელი ირანისა და სირიის მთავრობები,

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განმეორებით გააფრთხილა ერაყის მეზობელი ირანისა და სირიის მთავრობები,
არ ჩაერიონ ერაყის საშინაო საქმეებში. როგორც ბუშმა ვაშინგტონში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა, ერაყის პოლიტიკურ პროცესებში ჩარევის წინააღმდეგ ყველა ზომის მიღებაა შესაძლებელი. [ჯორჯ ბუშის ხმა] “გვაქვს საშუალება, მივმართოთ სხვადასხვაგვარ ზომას - დიპლომატიურსა თუ ეკონომიკურს. ადრეც მითქვამს, რომ ირანისა და სირიისაგან მოველი, პატივისცემით მოეკიდონ პოლიტიკურ პროცესებს ერაყში, არ ჩაერიონ ამ პროცესებში. ეს ლიტონი სიტყვები არ ყოფილა და იმედია, ირანისა და სირიის მთავრობებმა გაიგეს, რაც ვთქვი”. ბუშმა თავის გამოსვლაში, რომელსაც წინ უძღოდა 70 ადამიანის დაღუპვა ერაყის ორ ქალაქში მომხდარი აფეთქებებისას, აღიარა, რომ მეამბოხეების იერიშებს უკვალოდ არ ჩაუვლია, რომ მათ გარკვეულწილ შეარყიეს ერაყელებისა და ამერიკელების ნება. მაგრამ იქვე ჯორჯ ბუშმა პირობა დადო, რომ არჩევნები ერაყში, გეგმისამებრ, 30 იანვარს გაიმართება, და რომ ერაყში დემოკრატია გაიმარჯვებს.
XS
SM
MD
LG