Accessibility links

შინაგანი ჯარების მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან


შინაგანი ჯარების მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაქცეულ 70-მდე ჯარისკაცს საჯარო დაკითხვა მოუწყო

შინაგანი ჯარების მუხროვანის სამხედრო ნაწილიდან გაქცეულ 70-მდე ჯარისკაცს საჯარო დაკითხვა მოუწყო
შინაგანი ჯარების სარდალმა გოგი თავთუხაშვილმა. დაკითხვას ჟურნალისტები დაესწრნენ. ორშაბათს იუწყებოდნენ, რომ მუხროვანის ბრიგადის ასეულის 70-მდე ჯარისკაცმა სამხედრო სამსახურის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით მოხდის მოთხოვნით თვითნებურად დატოვა სამხედრო ნაწილი და სახალხო დამცველის ოფისთან საპროტესტო აქცია მოაწყო. იუწყებოდნენ ასევე, რომ ჯარისკაცები უკმაყოფილებას გამოთქვამდნენ საყოფაცხოვრებო პირობებით. მაგრამ დღეს ჯარისკაცები განსხვავებულ ჩვენებებს იძლეოდნენ. მათი თქმით, მუხროვანის ბაზაზე კარგი პირობებია, მაგრამ მათ იქ დაბრუნება არ სურთ.
XS
SM
MD
LG