Accessibility links

logo-print

პენტაგონის წარმომადგენელმა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს


პენტაგონის წარმომადგენელმა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი

პენტაგონის წარმომადგენელმა დასავლეთის საინფორმაციო სააგენტოებს უთხრა, რომ ჯერ არ არის ცნობილი, რამდენი
ამერიკელია დაღუპულებს შორის. თავდასხმის პასუხისმგებლობა "ალ-ყაიდის" მოკავშირე ორგანიზაციამ "ანსარ სუნამ" იკისრა. მოსულის სამხედრო მეთაურმა ამერიკელმა გენერალმა კარტერ ჰემმა თქვა, რომ თავდასხმა მოხდა მარეზის სამხედრო ბაზაზე და რომ დახოცილთა შორის არიან აშშ-ის სამცხედროები, ამერიკელი და სხვა უცხოელი ინსტრუქტორები, ასევე ერაყელი ჯარისკაცები.
[ჰემის ხმა] “მოხდა ერთი, მძლავრი აფეთქება, სასადილო დარბაზში. არ ვიცით, აფეთქების წყარო, გამოძიება დაიწყეს ამ საქმის ექსპერტებმა და ისინი გაარკვევენ წყაროს”.
მოსული ჩრდილოეთ ერაყში მდებარეობს. ასევე ჩრდილოეთში მდებარე ბაქუბაში კი ადგილობრივი მმართველობის წევრი მოკლეს. ბაღდადში გარდამავალი პერიოდის მთავრობის წევრმა ფალაჰ ნაყიბმა გაავრცელა ცნობა, რომ 1000 პოლიციელია მოკლული მას შემდეგ, რაც ამერიკელებისა და მათი მოკავშირეების კოალიციამ აღადგინა ერაყის უშიშროების ძალები.
საფრანგეთში გამოაცხადა, რომ ორი ფრაგი ჟურნალისტი, რომელიც ერაყში მძევლად ჰყავდათ, გაათავისუფლეს.
XS
SM
MD
LG