Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც გუშინ


ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს ერაყში, სამშობლოში დაბრუნდა.

ორი ფრანგი ჟურნალისტი, რომელიც გუშინ გაათავისუფლეს ერაყში, სამშობლოში დაბრუნდა.
კრისტიან შენო და ჟორჟ მალბრუნო დღეს ჩაფრინდნენ პარიზის მახლობლად მდებარე სამხედრო აეროპორტში მას შემდეგ, რაც ერაყში 4 თვე დაჰყვეს გამტაცებლების ხელში. მათ აეროპორტში დახვდნენ ოჯახის წევრები, ისევე როგორც პრეზიდენტი ჟაკ შირაკი და პერმიერ-მინისტრი ჟან პიერ რაფარენი. დღეს უფრო ადრე პრეზიდენტმა ჟაკ შირაქმა, მთელი ფრანგი ერის სახელით გამოთქვა სიხარული, გამოწვეული ჟურნალისტების დახსნით. პრემიერ-მინისტრი კი ირწმუნება, რომ არ გადაუხდიათ გამოსასყიდი 20 აგვისტოს გატაცებული ჟურნალისტების გათავისუფლების მისაღწევად. დღესვე ერაყიდან მოსული ინფორმაციით, ამერიკის ჯარებმა ქალაქ მოსულში მთელი უბნები გადაკეტეს, ბლოკირება მოუწყეს ხიდებს და გაჩხრიკეს სახლები მას შემდეგ, რაც წინა დღეს იერიშმა მოსულში 18 ამერიკელისა და 4 ერაყელის სიცოცხლე შეიწირა. ეს იერიში ამერიკულ სამხედრო ბაზაზე განხორციელდა.
XS
SM
MD
LG