Accessibility links

logo-print

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა


დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს საღამოს მოლაპარაკება გამართა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტონი ბლერმა დღეს საღამოს მოლაპარაკება გამართა
პალესტინელთა ერთ-ერთ ლიდერთან მაჰმუდ აბასთან. ბლერმა განაცხადა, რომ იანვარში, პალესტინელთა ავტონომიის ხელმძღვანელის არჩევნების შემდეგ ლონდონში მოიწვევს კონფერენციას, რომლის მონაწილეები განიხილავენ ავტონომიაში უსაფრთხოების უწრუნველყოფისა და ეკონომიკური და დემოკრატიული რეფორმების გატარების საკითხებს. დღესვე, უფრო ადრე, ტონი ბლერი ისრაელის პრემიერ-მინისტრს არიელ შარონსაც შეხვდა. ბლერმა და შარონმა ახლო აღმოსავლეთის სამშვიდობო პროცესის ჩიხიდან გამოყვანის გზებზე იმსჯელეს. დღესვე ისრაელის ჯარი ღაზის სექტორის ქალაქ ხან-იუნისის ლტოლვილთა ბანაკში შეიჭრა. ოპერაცია მიზნად ისახავს ებრაელთა ახლომდებარე დასახლებებზე სარაკეტო იერიშების აღკვეთას.
XS
SM
MD
LG