Accessibility links

საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით


საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა ახალი საგადასახადო კოდექსი.

საქართველოს პარლამენტმა დღეს მესამე მოსმენით დაამტკიცა ახალი საგადასახადო კოდექსი.
მის მიღებას მხარი დაუჭირა 107-მა დეპუტატმა, 11 წინააღმდეგი იყო. ახალი საგადასახადო კოდექსი ითვალისწინებს საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტის შემოღებას. კოდექსით სოციალური გადასახადი 33-დან 20 პროცენტამდე მცირდება და უქმდება ორპროცენტიანი სოციალური გადასახადი ხელფასიდან. გარდა ამისა, 20-დან 18 პროცენტამდე მცირდება დამატებული ღირებულების გადასახადი; გათვალისწინებულია შეღავათები მთელი რიგი სუბიექტებისთვის, კერძოდ, გაზეთებისა და ჟურნალებისთვის, ასევე ზოგიერთი კატეგორიის საექსპორტო პროდუქციისთვის. არის სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. ფინანსთა მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის განცხადებით, ახალი საგადასახადო კოდექსის ამოქმედება ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკონომიკური აღმავლობის დაჩქარებას, საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესებას და ბიზნესის განვითარებას.
XS
SM
MD
LG