Accessibility links

logo-print

რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ქვეყნის


რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე

რუმინეთის პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ ქვეყნის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე
ლიბერალი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კალინ პოპესკუ-ტარიჩანუს კანდიდატურა წამოაყენა. ათი დღის ვადაში ტარიჩანუმ პარლამენტს დასამტკიცებლად უნდა წარუდგინოს მთავრობის ახალი შემადგენლობა. ჯერჯერობით გაურკვეველია, დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი ახალ კაბინეტს, რადგან ბასესკუს სამართლისა და ჭეშმარიტების ცენტრისტული ალიანსი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას არ ფლობს. პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ბასესკუ ორშაბათს შეუდგა. არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 12 დეკემბერს გაიმართა, მან დაამარცხა აწ უკვე ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ყოფილი კომუნისტი ადრიან ნასტასე.
XS
SM
MD
LG