Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთის პრეზიდენტად ახლახან არჩეულმა ჰამიდ


ავღანეთის პრეზიდენტად ახლახან არჩეულმა ჰამიდ კარზაიმ დღეს ახალი კაბინეტის წევრთა ფიცი მიიღო.

ავღანეთის პრეზიდენტად ახლახან არჩეულმა ჰამიდ კარზაიმ დღეს ახალი კაბინეტის წევრთა ფიცი მიიღო.
ქაბულში, პრეზიდენტის სასახლეში მოწყობილი საზეიმო ცერემონიის შემდეგ კარზაიმ ჟურნალისტებს უთხრა, რომ მთავრობის ყოველი ცალკეული წევრი მთელი ქვეყნის წარმომადგენელი იქნება. [ჰამიდ კარზაის ხმა] "არც ერთი მინისტრი არ იქნება ამა თუ იმ ეთნიკური ჯგუფის მინისტრი. არც ერთი მინისტრი არ მოსულა იმისთვის, რათა რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან რომელიმე რეგიონის სახელით იმოქმედოს. თითოეული მინისტრი ავღანეთს წარმოადგენს." ახლახან კარზაიმ მოითხოვა, რომ ყოველი მინისტრი - კონსტიტუციის საგანგებო მუხლის შესაბამისად - საუნივერსიტეტო დიპლომის მფლობელი მაინც იყოს. გარდა ამისა, კაბინეტის წევრს მხოლოდ ერთი ქვეყნის - ავღანეთის მოქალაქეობა შეიძლება ჰქონდეს. ორმაგი მოქალაქეობის შემთხვევაში სხვა ქვეყნის მოქალაქეობა უნდა გაუქმდეს.
XS
SM
MD
LG