Accessibility links

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის


უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განმეორებით ჩატარებისთვის ემზადება.

უკრაინა საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის განმეორებით ჩატარებისთვის ემზადება.
პარასკევს იქ წინასაარჩევნო აგიტაცია-პროპაგანდა დასრულდა. 26 დეკემბერს უკრაინის ამომრჩეველი კიდევ ერთხელ გამოხატავენ საკუთარ ნებას. პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი იანუკოვიჩიცა და იუშჩენკოც საბოლოო ორთაბრძოლისთვის სერიოზულად ემზადებიან. იუშჩენკომ თავის მომხრეებს მოუწოდა, აქტიური მონაწილეობა მიიღონ ხელახალ კენჭისყრაში. თავის მხრივ, იანუკოვიჩმა განაცხადა, რომ საკუთარ თავს უკვე მიიჩნევს უკრაინის არჩეულ პრეზიდენტად. დღესვე უკრაინის თემას შეეხო რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. მისი თქმით, მოსკოვი არ ერევა უკრაინის საშინაო საქმეებში და არ ცდილობს, კულისებს მიღმა მოქმედებით გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგზე.
XS
SM
MD
LG