Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსეთის ქალაქ ველიკი ნოვგოროდში მომხდარი


რუსეთის ქალაქ ველიკი ნოვგოროდში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ორი,

რუსეთის ქალაქ ველიკი ნოვგოროდში მომხდარი აფეთქების შედეგად დაიღუპა, სულ ცოტა, ორი,
ხოლო დაშავდა სამი ადამიანი. რადიო "თავისუფლების" კორესპონდენტის ცნობით, აფეთქება მოხდა ხუთსართულიან საცხოვრებელ სახლში, რომლის პირველ სართულზე განთავსებულია უსაფრთხოების დაცვის კერძო ფირმისა და რამდენიმე ადმინისტრაციული სამსახურის ოფისები. წინასწარი მონაცემებით, ასაფეთქებელი მოწყობილობა სწორედ პირველ სართულზე იყო დამონტაჟებული. აფეთქების შედეგად შენობას ბზარი გაუჩნდა, რის გამოც აუცილებელი იქნება 20-მდე მოსახლის ევაკუაცია.
XS
SM
MD
LG