Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვლადიკავკაზის სასამართლოს მიერ რადიო "თავისუფლების"


ვლადიკავკაზის სასამართლოს მიერ რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის კორესპონდენტის

ვლადიკავკაზის სასამართლოს მიერ რადიო "თავისუფლების" რუსული სამსახურის კორესპონდენტის
იური ბაგროვის მიმართ გამოტანილი საბრალდებო განაჩენი ბრალდებულის ვექილებმა გაასაჩივრეს. 17 დეკემბერს სასამართლომ ბაგროვი დამნაშავედ სცნო რუსეთის მოქალაქეობის ყალბი საბუთებით მიღებაში და ფულადი ჯარიმის - 15 ათასი რუბლის - გადახდა დააკისრა. გარდა ამისა, ჟურნალისტს პასპორტი ჩამოართვეს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ოთხშაბათს გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ბაგროვის სასამართლო პროცესი ეჭვქვეშ აყენებს ადამიანის უფლებებისა და პრესის თავისუფლების პრინციპებისადმი რუსეთის ხელისუფლების ერთგულებას.
XS
SM
MD
LG