Accessibility links

logo-print

დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის


დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა და სტრუქტურა დაამტკიცა.

დღეს თბილისის საკრებულომ დედაქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობა და სტრუქტურა დაამტკიცა.
თბილისის პრემიერის თემურ ქურხულის მოადგილეებად დაინიშნენ ეკონომიკური პოლიტიკის სამსახურის ყოფილი უფროსი უჩა გელაშვილი და ისანი-სამგორის რაიონის ყოფილი გამგებელი კახა საყვარელიძე. ქალაქის მთავარი არქიტექტორის თანამდებობა ბიზნესმენმა გიორგი ასათიანმა დაიკავა, ხოლო კულტურისა და განათლების გაერთიანებულ სამსახურს ნატო მაჩალაძე უხელმძღვანელებს. ქალაქის მთავრობის ახალი შემადგენლობის არჩევაში მონაწილეობა არ მიიღო ფრაქცია "ლეიბორისტმა".
XS
SM
MD
LG