Accessibility links

ლიტერატურის მუზეუმიდან 1937 წელს რეპრესირებული


ლიტერატურის მუზეუმიდან 1937 წელს რეპრესირებული ქართველ მწერლების არქივების დაკარგვის ფაქტზე

ლიტერატურის მუზეუმიდან 1937 წელს რეპრესირებული ქართველ მწერლების არქივების დაკარგვის ფაქტზე
უშიშროების სამინისტრომ სისხლის სამართლის საქმე აღძრა. მანამდე რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა ლიტერატურის ინსტიტუტის მუზეუმის დირექტორის, პოეტ იზა ორჯონიკიძის დაკითხვა, რასაც მუზეუმის ჩხრეკა მოჰყვა. როგორც ორჯონიკიძემ ჟურნალისტებს განუცხადა, არქივები მუზეუმიდან 13 წლის წინათ, პრეზიდენტ ზვიად გამსახურდიას ბრძანებით გაიტანეს. თავად ორჯონიკიძე მაშინ მუზეუმის დირექტორი არ იყო. მისი თქმით, მასალები ერთ ხანს სახელმწიფო კანცელარიაში ინახებოდა და მუზეუმისთვის ისინი აღარავის დაუბრუნებია.
XS
SM
MD
LG