Accessibility links

logo-print

ვინ იყიდა ”იუკოსის” შვილობილი კომპანია ”იუგანსკ-ნეფტ-გაზი”


ამერიკის შეერთებული შტატების სასამართლოს აკრძალვის მიუხედავად რუსეთის ქონების ფედერალურმა ფონდმა 19 დეკემბერს მაინც მოაწყო აუქციონი, რომელზეც ”იუკოსის”

შვილობილი ”იუგანსკ-ნეფტ-გაზის” აქციები გაყიდა. ეს კომპანია რუსეთის ნავთობის 10 პროცენტის მომპოვებელია და მისი გაყიდვის ოფიციალურ მიზეზად რუსეთის ხელისუფლებამ იუკოსის დავალიანებები დაასახელა.

არ გამართლდა ეკონომიკის ანალიტიკოსთა პროგნოზები, რომ ”იუკოსის” შვილობილი კომპანია ”იგან-ნეფტ-გაზის” მფლობელი რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”გაზპრომი” გახდებოდა. ამ მოლოდინებმა ჩრდილში დატოვა და ანონიმურობა შეუნარჩუნა ”იუგასკის” აქციების შეძენის რეალურ კანდიდატს. მისი ვინაობა მხოლოდ 19 დეკემბერს გახდა ცნობილი, აუქციონის დამთავრების შემდეგ.

8 მილიარდ დოლარად შეფასებული ნავთობის მომპოვებელი კომპანია ყველასთვის უცნობმა ”ბაიკალფინანსგრუპმა” შეძლო. მისი წარმომადგენლები აუქციონის დამთვარებისთანავე შვებულებაში გავიდნენ და ჟურნალისტებმა მათთან დაკავშირება ვეღარ შეძლეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ ”ბაიკალფინანსგრუპი” რუსეთის სახელმწიფო კომპანია ”როს-ნეფტმა” შეიძინა. აი როგორ შეაფასა ეს გარიგება რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა.

[ვლადიმირ პუტინის ხმა] ”რაც შეეხება როსნეფტის მიერ ცნობილი აქტივის, თუ კომპანიის შეძენას, აღარ მახსოვს მას რა ჰქვია, ბალტიის რაღაც დიახ ბალტიის საინვესტიციო, ბალტიის კი არა, ბაიკალის საინვესტიციო კომპანია. საბოლოო ჯამში სახელმწიფო კომპანია ”როსნეფტმა” შეიძინა ცნობილი აქტივი ”იუგანსკ-ნეფტ-გაზი” ლაპარაკია ამაზე. ჩემი აზრით ყველაფერი გაკეთდა საბაზრო წესებით.”

რუსეთის პრეზიდენტს არ დაუმალავს, რომ საბაზრო წესების გამოყენებით სახელმწიფო წლების მანძილზე პრივატიზებული ქონების ნაციონალიზაციას ცდილობს. თუმცა ყველაფერი რომ საბაზრო წესების დაცვით არ ხდება ამაზე არაერთ რუს თუ დასავლელ ექსპერტს უთქვამს. აი რას ამბობს რუსეთის ყოფილი ეკონომიკის მინისტრი ევგენი იაშინი.

[Yasin -- NC120146] ”ჯერ კიდევ გასული წლის ივლისსში, როდესაც დაიწყო იუკოსთან დაკავშირებული კამპანია, ნათელი იყო რომ ძირითადი ამოცანა იყო იუკოსის დაპყრობა და მასზე სახელმწიფოს კონტროლის დამყარება.”

ყველას უჩნდება კითხვა, თუ რატომ აკეთებს ამას რუსეთის დღევანდელი ხელისუფლება. ესქპერტების აზრით ამ კითხვაზე გარკვეულ პასუხს იძლევა სახელმწიფო კომპანიების ხელმძღვანელობაში მყოფ პიროვნებათა ვინაობა.

კერძოდ კი ”იუგანსკ-ნეფტ-გაზის” ახალი მფლობელის ”როსნეფტის” დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე იგორ სეჩინი. იგი პარალელურად პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მოადგილეცაა. არაოფიციალური ინფორმაციით სეჩინი პუტინის ახლო მეგობარია.

[ანდრეი პიონტკოვსკის ხმა] ”ისინი ფლობენ ყველა ბერკეტს ქონების და ხელისუფლების სამართავად რუსეთში, აკონტროლებენ ფინანსურ ნაკადებს და ახლა ავტორიტარიზმი მათთვის არის ინსტრუმენტი მონოპოლიის შესაბნარჩუნებლად ეკონომიკურ-პოლიტიკურ ხელისუფლებაზე ქვეყანაში.”

ეს იყო ცნობილი რუსი პოლიტოლოგი ანდრეი პიონტკოვსკი, რომელიც პუტინის ხელისუფლებას ”ჩეკისტურ კორპორაციას” უწოდებს.

აუტრო: გესაუბრებოდათ კახა მჭედლიძე. მის ნათქვამს დავამატებ, რომ რუსეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით უახლოეს მომავალში უნდა განხორციელდეს ”გაზპრომისა” და ”როსნეფტის” გაერთიანება ერთ დიდ, გაზისა და ნავთობის კორპორაციად.
XS
SM
MD
LG