Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ


შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ერაყში მოულოდნელი ვიზიტისას,

შეერთებული შტატების თავდაცვის მინისტრმა დონალდ რამსფელდმა ერაყში მოულოდნელი ვიზიტისას,
ამერიკელ ჯარისკაცებს სადამ ჰუსეინის მშობლიურ ქალაქ თიქრითში მათი მისიის შესახებ განუცხადა: [რამსფელდის ხმა] "თუკი თქვენ აქ გაიმარჯვებთ, თუკი ჩვენ გავიმარჯვებთ აქ და ჩვენი კოალიცია გაიმარჯვებს, წარმოიდგინეთ რაოდენ დიდი იქნება ექსტრემისტების მარცხი. თუკი ექსტრემისტები შეძლებენ ამ ქვეყნის ხელახალ დაპყრობას და მის სიბნელეში დაბრუნებას, ნამდვილად დავკარგავთ რაღაცას და ეს რაღაც იქნება ისტორიული შესაძლებლობა". ოპონენტები დონალდ რამსფელდს ამერიკელ ჯარისკაცებთან და მათ ოჯახებთან ხშირი ურთიერთობის გამო აკრიტიკებენ. იმ გამოძიების ფონზე, რომელიც ახლა მოსულზე თავდასხმის გამოა დაწყებული. პარასკევს ბაღდადში აფეთქება მოხდა, არის მსხვერპლი. რაოდენობა ჯერ ვერ ზუსტდება, დაიჭრა ოცამდე ადამიანი.
XS
SM
MD
LG