Accessibility links

logo-print

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო


სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა

სამხრეთ ოსეთის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა მურატ ჯიოევმა
დღეს რუს ჟურნალისტებს უთხრა, რომ ცხინვალი აღიარებს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, მაგრამ სამხრეთ ოსეთს საქართველოს ნაწილად არ თვლის. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "პრაიმ-ნიუსი". ჯიოევის თქმით, ცხინვალში პატივს სცემენ “მეზობელ საქართველოს” და მიაჩნიათ, რომ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის არსებობა არ არღვევს მის ტერიტორიულ მთლიანობას, რადგან ის არ შედიოდა დამოუკიდებელი საქართველოს შემადგენლობაში და იქიდან არასდროს გამოსულა. “სამხრეთ ოსეთი, როგორც ავტონომიური ოლქი, 1922 წელს შეიყვანეს საქართველოს საბჭოთა სოციალისტურ რესპუბლიკაში და ეს მოხდა ერთიანი საბჭოთა კავშირის ფარგლებში”, - აღნიშნა მან. როგორც ჯიოევმა თქვა, საბჭოთა კავშირის დაშლის შედეგად წარმოიშვა რიგი სახელმწიფოები, მათ შორის სამხრეთ ოსეთი და საქართველოც. ზოგიერთი სახელმწიფო მაშინვე აღიარეს, ხოლო დანარჩენები ჯერ კიდევ თვითგამოცხადებულად და, რეალობის საწინააღმდეგოდ, სხვა ქვეყნის ნაწილად ითვლება.
XS
SM
MD
LG