Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წინა


უკრაინაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო

უკრაინაში განმეორებითი საპრეზიდენტო არჩევნების წინა დღეს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად სცნო
საარჩევნო კანონში განხორციელებული ცვლილება, რომელიც ზღუდავს არჩევნებში შინიდან მონაწილეობის უფლებას. პრეზიდენტობის ოპოზიციონერ კანდიდატ ვიქტორ იუშჩენკოს მომხრეებმა მოითხოვეს ცვლილება, რომლის შედეგად შინიდან არჩევნებში მონაწილეობა შეუძლიათ მხოლოდ ხეიბრებს. ცვლილების მიზანია, არ განმეორდეს მასშტაბური გაყალბება, რომელიც თან ახლდა 21 ნოემბრის არჩევნებს. მაგრამ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით, არჩევნებში შინიდან მონაწილეობის საშუალება უნდა ჰქონდეს ყველას, ვინც ავად არის და ამის შესახებ საარჩევნო უწყების წარმომადგენლებს შაბათს საღამომდე აუწყებს. ამ გადაწყვეტილებას, კიევიდან მოსული ინფორმაციით, პრეზიდენტობის ორივე კანდიდატი დაემორჩილა. დღესვე რუსეთმა გააფრთხილა აშშ, არ ჩაერიოს სხვა სახელმწიფოების საშინაო საქმეებში. საგარეო საქმეთა მინისტრ სერგეი ლავროვის ამ განცხადებაში უკრაინა არ არის ნახსენები, მაგრამ, როგორც ჩანს, იგულისხმება, ვინაიდან ადრე მოსკოვს დადანაშაულებული ჰყავს ამერიკა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში ჩარევაში.
XS
SM
MD
LG