Accessibility links

logo-print

ერაყში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათ


ერაყში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათ შეიპყრეს ორი მეამბოხე, რომელთაც კავშირი აქვთ ტერორისტული აქტების ორგანიზატორ

ერაყში ამერიკელი სამხედროების განცხადებით, მათ შეიპყრეს ორი მეამბოხე, რომელთაც კავშირი აქვთ ტერორისტული აქტების ორგანიზატორ
აბუ მუსაბ ზარყავისთან. ამ ინფორმაციით, ორი მეამბოხე - გასამხედროებულ ჯგუფ “ჰარუნის ტერორისტული ქსელის” წევრები - მიმდინარე თვეში შეიპყრეს. ამ ქსელს ერაყელი პოლიციელების დახოცვაში, აფეთქებების მოწყობასა და ერაყში უცხოელი მებრძოლების შეყვანაში ადანაშაულებენ.
ამასობაში, ერაყის პოლიციამ გაავრცელა ცნობა, რომ 9 ადამიანი დაიღუპა და 14 მძიმედ დაშავდა პარასკევს, ბაღდადში საწვავის ცისტერნის აფეთქების შედეგად. შაბათს კი, სულ ცოტა, 3 ადამიანი დაიღუპა და 2 დაიჭრა მანქანის აფეთქებისას შიიტური ქალაქების ნაჯაფისა და ქერბალის დამაკავშირებელ გზაზე.
XS
SM
MD
LG