Accessibility links

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას


აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას ინიციატივით, ხვალ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის

აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ნუგზარ აშუბას ინიციატივით, ხვალ თვითგამოცხადებული რესპუბლიკის
საკანონმდებლო ორგანო განიხილავს საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესის” ლიკვიდაციის საკითხს. სამშაბათს სააგენტოს დახურვასთან დაკავშირებით სოხუმში საპროტესტო აქციის გამართვა იგეგმება. აფხაზი ჟურნალისტების განცხადებით, მთავრობის მიერ იმ სააგენტოს დახურვა, რომელიც ხალხს ობიექტურსა და მიუკერძოებელ ინფორმაციას აწვდიდა, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებზე პირდაპირ ზეწოლას ნიშნავს.
“აფსნიპრესის” ლიკვიდაცია 24 დეკემბერს აფხაზეთის პრემიერ-მინისტრის ნოდარ ხაშბას განკარგულებით მოხდა. სააგენტოს ფუნქციები გადაეცა რამდენიმე დღის წინათ შექმნილ პრესის, ინფორმაციისა და ტელეკომუნიკაციის სააგენტოს, რომლის დირექტორად სოხუმის მთავრობის ექს-პრემიერი ვლადიმერ ზანტარია დანიშნეს. საინფორმაციო სააგენტო “აფსნიპრესი” 1995 წლის 31 იანვარს შეიქმნა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის პრეზიდენტის ვლადისლავ არძინბას ბრძანებულებით.
XS
SM
MD
LG