Accessibility links

logo-print

ათასობით ადამიანი დაიღუპა დღეს სამხრეთ


ათასობით ადამიანი დაიღუპა დღეს სამხრეთ აზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის მსგავსი მსოფლიოს 40 წელია, არ ენახა.

ათასობით ადამიანი დაიღუპა დღეს სამხრეთ აზიაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად, რომლის მსგავსი მსოფლიოს 40 წელია, არ ენახა.
დღეს, დილაადრიან ინდოეთის ოკეანეში მდებარე კუნძულ სუმატრის მახლობლად აღინიშნა მიწისქვეშა ბიძგები, რომელთა ძალა რიხტერის სკალით 8,9 ბალს აღწევდა. ამან გამოიწვია გიგანტური ტალღების, ცუნამების მთელი სერია, რომელიც თავს დაატყდა ინდონეზიის, ტაილანდის, ინდოეთის, შრი ლანკის, მალაიზიისა და მალდივის კუნძულების სანაპირო ზოლს. დაღუპულთა ოფიციალური ციფრი ჯერჯერობით დაახლოებით 11 ათასია, მაგრამ სტიქიური უბედურებით დაზარალებული ქვეყნების მთავრობების შიშობენ, რომ დაღუპულთა რაოდენობა გაცილებით მეტი იქნება. მათ შორის ბევრია უცხოელი ტურისტი. გაერომ, ევროპის კავშირმა და ცალკეულმა ქვეყნებმა უკვე გამოთქვეს მზადყოფნა, ფინანსური დახმარება გაუწიონ დაზარალებულ ქვეყნებს. ევროპის კავშირმა საამისოდ 3 მილიონი ევრო გამოყო.
XS
SM
MD
LG