Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე


უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.

უკრაინაში დღეს საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის ხელახალი კენჭისყრა გაიმართა.
პრეზიდენტის პოსტს ერთმანეთს ეცილებიან პრემიერ-მინისტრი ვიქტორ იანუკოვიჩი და ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო. საარჩევნო უბნები უკრაინაში სამი საათის წინ დაიხურა. წინასწარი არაოფიციალური შედეგები მოწმობს, რომ იუშჩენკო 15-20 პროცენტით უსწრებს თავის ოპონენტს. პირველ ოფიციალურ შედეგებს გვიან ღამისთვის ან ხვალ დილისთვის ელიან. ამჟამინდელმა პრეზიდენტმა ლეონიდ კუჩმამ მეტოქეებს მოუწოდა, პატივი სცენ კენჭისყრის შედეგებს და მარცხის შემთხვევაში გამარჯვება მიულოცონ ოპონენტს. იუშჩენკოს ათიათასობით მომხრე კიევის ცენტრალურ მოედანზეა შეკრებილი და კენჭისყრის შედეგების გამოცხადებას ელის.
XS
SM
MD
LG