Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუმინეთის პრემიერ-მინისტრად წამოყენებულმა კალინ პოპესკუ-ტარიჩანუმ


რუმინეთის პრემიერ-მინისტრად წამოყენებულმა კალინ პოპესკუ-ტარიჩანუმ პარლამენტს

რუმინეთის პრემიერ-მინისტრად წამოყენებულმა კალინ პოპესკუ-ტარიჩანუმ პარლამენტს
დასამტკიცებლად წარუდგინა მთავრობის ახალი შემადგენლობა. თავად ტარიჩანუს, ლიბერალი პოლიტიკოსისა და ბიზნესმენის კანდიდატურა პრემიერ-მინისტრის პოსტზე პრეზიდენტმა ტრაიან ბასესკუმ წამოაყენა 12 დეკემბერს გამართულ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვების შემდეგ.
ბასესკუც და ტარიჩანუც სამართლისა და ჭეშმარიტების მემარჯვენე-ცენტრისტული ალიანსის წევრები არიან.
ჯერჯერობით გაურკვეველია, დაამტკიცებს თუ არა პარლამენტი ახალ კაბინეტს, რადგან ბასესკუს ალიანსი საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობას არ ფლობს.
XS
SM
MD
LG