Accessibility links

logo-print

უზბეკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა.


უზბეკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამომრჩევლებს უნდა აერჩიათ პარლამენტის

უზბეკეთში დღეს საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. ამომრჩევლებს უნდა აერჩიათ პარლამენტის
ქვედა პალატის, "ოლი მაჯლისის" 120 დეპუტატი. კენჭისყრაში მონაწილე ხუთივე პარტია პრეზიდენტ ქარიმოვის მხარდამჭერია. სამი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე არ დაუშვეს. მათ ამომრჩევლებს კენჭისყრის ბოიკოტისკენ მოუწოდეს. ოფიციალური მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტიურობამ 85 პროცენტს მიაღწია. თუმცა, რადიო "თავისუფლების" ტაშკენტელი კორესპონდენტის ცნობით, აქტიურობა გაცილებით უფრო დაბალი იყო. ეუთოს მეთვალყურეებმა არჩევნები "არასაკმარისად სამართლიანად" შეაფასეს. პრეზიდენტმა ისლამ ქარიმოვმა გააკრიტიკა ეუთო და განაცხადა, რომ არ შეიძლება, ამ ორგანიზაციას უზბეკეთში არჩევნების მეთვალყურეობის ექსკლუზიური უფლება ჰქონდეს. უზბეკეთის საპარლამენტო არჩევნების წინასწარ შედეგებს ხვალისთვის ელიან.
XS
SM
MD
LG