Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ხმების 98 პროცენტზე მეტის დათვლის


ხმების 98 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში

ხმების 98 პროცენტზე მეტის დათვლის შემდეგ უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში
ოპოზიციის ლიდერი ვიქტორ იუშჩენკო საგრძნობლად უსწრებს თავის მეტოქეს, პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, იუშჩენკოს მხარი დაუჭირა ამომრჩეველთა 52 პროცენტზე მეტმა, ხოლო იანუკოვიჩს - 44 პროცენტზე ოდნავ ნაკლებმა. ამომრჩეველთა აქტიურობამ 77 პროცენტს გადააჭარბა. იუშჩენკომ განაცხადა, რომ უკრაინის ცხოვრებაში ახალი ეპოქა იწყება. [ვიქტორ იუშჩენკოს ხმა] "დღეს იხურება ხალხის უგულებელყოფის, ტყუილების, ცენზურისა და ძალადობის ფურცელი. ადამიანები, რომლებიც ქვეყანას უფსკრულისკენ მიაქანებდნენ, ახლა, ამ წუთებში, წარსულის კუთვნილება ხდებიან. ეს კი ყოველი თქვენგანის უზარმაზარი დამსახურებაა. იწყება ახალი, ჭეშმარიტი დემოკრატიის ეპოქა."
ეუთო, ასევე ნატო და ევროპის კომისია მიესალმნენ ამ არჩევნებს, როგორც თავისუფალს და სამართლიანს.
დღესვე გავრცელდა ცნობა, რომ კიევის მახლობლად, თავის აგარაკზე მკვდარო ნახეს უკრაინის ტრანსპორტის მინისტრი გეორგი კიპრა. დეტალები გარდაცვალების გარემოებათა შესახებ ცნობილი არ არის. იუწყებიან მხოლოდ, რომ ის ცეცხლსასროლი იარაღით არის დაღუპული.
XS
SM
MD
LG