Accessibility links

logo-print

ეუთოს მეთვალყურეთა შეფასებით, უზბეკეთში გუშინ


ეუთოს მეთვალყურეთა შეფასებით, უზბეკეთში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნები

ეუთოს მეთვალყურეთა შეფასებით, უზბეკეთში გუშინ გამართული საპარლამენტო არჩევნები
საერთაშორისო ნორმებს არ უპასუხებდა. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ოფისის ხელმძღვანელმა ლუბომირ კოპაიმ განაცხადა, რომ გუშინდელი კენჭისყრა გამჭვირვალე არ ყოფილა. [ლუბომირ კოპაის ხმა] "სამწუხაროდ, არჩევნები მნიშვნელოვნად ჩამორჩებოდა ეუთოსა და სხვა საერთაშორისო სტანდარტებს, რომელიც მიღებულია დემოკრატიული არჩევნებისთვის. ვწუხვარ, რომ ხელისუფლების მიერ ახალი საარჩევნო კანონმდებლობის ამოქმედებამ შეუძლებელი გახადა პლურალისტური და გამჭვირვალე კენჭისყრის ჩატარება." ამომრჩევლებს უნდა აერჩიათ პარლამენტის ქვედა პალატის, "ოლი მაჯლისის" 120 დეპუტატი. კენჭისყრაში მონაწილე ხუთივე პარტია პრეზიდენტ ისლამ ქარიმოვის მხარდამჭერია. სამი უმსხვილესი ოპოზიციური პარტია არჩევნებზე არ დაუშვეს. მათ ამომრჩევლებს კენჭისყრის ბოიკოტისკენ მოუწოდეს. არჩევნების შედეგებს დღეს საღამოსთვის ელიან.
XS
SM
MD
LG