Accessibility links

logo-print

დღეს ცნობილი გახდა შინაგანი ჯარის


დღეს ცნობილი გახდა შინაგანი ჯარის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორი დღის წინათ მომხდარი მკვლელობის ამბავი.

დღეს ცნობილი გახდა შინაგანი ჯარის ვაზიანის სამხედრო ბაზაზე ორი დღის წინათ მომხდარი მკვლელობის ამბავი.
საინფორმაციო სააგენტოების ცნობით, ბაზის გუშაგმა ორი გაფრთხილების შემდეგ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა ოპერატიული ბრიგადის რიგითი, 18 წლის ზაურ გაბაძე. პროკურატურის ინფორმაციით, გაბაძეს გუშაგმა მას შემდეგ ესროლა, რაც იგი აკრძალულ დამცავ ზონას მიუახლოვდა და გამაფრთხილებელ გასროლას არ დაემორჩილა. შინაგანი ჯარების სარდალი გოგი თათუხაშვილი მომხდარს უბედურ შემთხვევას უწოდებს და აცხადებს, რომ მისი ინფორმაციით, გუშაგი წესდების შესაბამისად მოქმედებდა. მიმდინარეობს გამოძიება, რომელმაც უნდა დაადგინოს, გაბაძის მიმართულებით გასროლა გაფრთხილებამდე მოხდა თუ თუ მის შემდეგ.
XS
SM
MD
LG