Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 27


საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 27 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გააგრძელა

საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტრომ 27 დეკემბრიდან 10 იანვრამდე გააგრძელა
"საოკეანო სანაოსნოს" საპრივატიზაციო განაცხადების მიღების ვადა. პრაიმ-ნიუსს მოჰყავს ეკონომიკის განვითარების მინისტრის მოადგილის ნათია თურნავას სიტყვები იმის თაობაზე, რომ "საოკეანო სანაოსნოს" შესყიდვის სურვილი ოთხმა კომპანიამ გამოთქვა. მათ შორის ყველაზე მაღალი ფასი - 107 მილიონი დოლარი Green-oak Group-მა დაასახელა. იგი "საოკეანო სანაოსნოს" 72-მილიონდოლარიანი დავალიანების გასტუმრების პირობასაც დებს. საოკეანო სანაოსნოს პრივატიზების წინააღმდეგია ახალ მემარჯვენეთა პოლიტიკური გაერთიანება, რომელიც ამტკიცებს, რომ სანაოსნო მომგებიანი კომპანიაა და მისი გაყიდვა აუცილებელი არ არის.
XS
SM
MD
LG