Accessibility links

რუსეთში ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა


რუსეთში ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ კრემლი დაადანაშაულა

რუსეთში ნავთობკომპანია "იუკოსის" ყოფილმა ხელმძღვანელმა მიხაილ ხოდორკოვსკიმ კრემლი დაადანაშაულა
კანონის მანიპულაციის მეშვეობით ხოდორკოვსკის კომპანიის მოპარვაში. ციხიდან გაგზავნილ წერილში, რომელსაც გაზეთი "ვედომოსტი" დღევანდელ ნომერში ბეჭდავს, ხოდორკოვსკი აღნიშნავს, რომ "იუკოსის" შვილობილ კომპანია “იუგანსკნეფტეგაზის“ გაყიდვა იყო ყველაზე უფრო "უაზრო და დესტრუქციული მოვლენა მას შემდეგ, რაც ხელსიუფლებას სათავეში ჩაუდგა ვლადიმირ პუტინი”. კომპანია "იუგანსკნეფტეგაზი", რომელზეც "იუკოსის" პროდუქციის 60 პროცენტი მოდიოდა, შეისყიდა რუსეთის ერთ-ერთ პროვინციაში რეგისტრირებულმა ფირმამ. ის კი შემდეგ სახელწიფოს კუთვნილმა კომპანია "როზნეფტმა" შეისყიდა. რაც შეეხება ხოდორკოვსკის - ის, ერთ დროს რუსეთში უმდიდრესი ადამიანი, 14 თვეზე მეტი ხანია ციხეში და მოელის სასამართლო პროცესს თაღლითობისა და გადასახადებისათვის თავის არიდების ბრალდებების საფუძველზე. წერილში, რომელსაც "ვედომოსტი" ბეჭდავს, ხოდორკოვსკი უარყოფს ყველა ბრალდებას.
XS
SM
MD
LG