Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს ხელისუფლებამ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში


საქართველოს ხელისუფლებამ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან გავრცელებული ინფორმაციით, კეთილი ნება გამოიჩინა

საქართველოს ხელისუფლებამ, კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან გავრცელებული ინფორმაციით, კეთილი ნება გამოიჩინა

და დღეს დილით ერგნეთის საგუშაგოზე დაკავებული ტვირთი გაატარა. ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო "ინტერ-პრესი" იუწყება. საუბარია დღეს დილით ერგნეთის პოსტთან დაკავებულ ტვირთზე, რომელიც ოსურ მხარეს ლენინგორის რაიონის ოსურ სოფლებში ქართული მხარის მიერ კონტროლირებადი ტერიტორიის გვერდის ავლით გადაჰქონდა. "კამაზის" მარკის ორ სატვირთო ავტომანქანაში ფქვილი და შაქარი იყო ჩატვირთული. სამხრეთ ოსეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის განსაკუთრებულ საქმეთა მინისტრ ბორის ჩოჩიევის განცხადებით, ეს ჰუმანიტარული ტვირთია, რომელიც ერგნეთში საქართველოს პრეზიდენტის რწმუნებულის მიხეილ ქარელის განკარგულებით შეაჩერეს.
XS
SM
MD
LG