Accessibility links

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვიქტორ


უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვიქტორ იუშჩენკომ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა,

უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა ვიქტორ იუშჩენკომ თავის მხარდამჭერებს მოუწოდა,
გადაკეტონ სამთავრობო შენობების მისასვლელები, რათა არ შედგეს კაბინეტის ხვალისთვის დანიშნული სხდომა. კიევში, მიტინგზე გამოსვლისას, იუშჩენკომ განაცხადა, რომ გადაყენებულ მთავრობას უფლება არა აქვს, საქმიანობა განაახლოს. დღეს ცენტრალურმა სარჩევნო კომისიამ გამოაცხადა, რომ საპრეზიდენტო არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, ვიქტორ იუშჩენკოს ხმების 51,99 პროცენტი ერგო, ხოლო მის მეტოქეს ვიქტორ იანუკოვიჩს - 44,18 პროცენტი. ეს არის წინასწარი ოფიციალური შედეგები, რომლებიც ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომაზე უნდა დაამტკიცონ. უკრაინის პარლამენტის თავმჯდომარე ვოლოდიმირ ლიტვინის განცხადებით, 8-პროცენტიანი სხვაობა საკმარისად დიდია იმის ნათელსაყოფად, რომ არჩევნების გამეორება საჭირო აღარ არის. ლიტვინმა აღნიშნა ასევე, რომ უცხოელი მეთვალყურეების შეფასებით, 26 დეკემბრის არჩევნები უკრაინაში ცივილიზებული და დემოკრატიული იყო. იუწყებიან აგრეთვე, რომ ვიქტორ იანუკოვიჩი უარს ამბობს არჩევნებში დამარცხების აღიარებაზე.
XS
SM
MD
LG