Accessibility links

logo-print

ერაყში, პოლიციის განყოფილებებზე დღეს განხორციელებულმა


ერაყში, პოლიციის განყოფილებებზე დღეს განხორციელებულმა იერიშებმა,

ერაყში, პოლიციის განყოფილებებზე დღეს განხორციელებულმა იერიშებმა,
სულ ცოტა, 24 ადამიანის, მათ შორის 19 პოლიციელის სიცოცხლე შეიწირა. იერიშები სხვადასხვა ქალაქში მოხდა. თიქრითის პოლიციის განყოფილებაში 12 პოლიციელი დაიღუპა და ორი - დაიჭრა. თავდასხმები მოხდა, აგრეთვე, ბაღდადში, მოსულში, ბაქუბაში და ქალაქ სამარის მახლობლად. ამ იერიშებამდე ერთი დღით ადრე გავრცელდა ახალი აუდიოჩანაწერი, რომელზეც თითქოს ოსამა ბინ ლადენი (ტერორისტული ორგანიზაცია "ალ-ყაიდის" მეთაური) ქებით მოიხსენიებს იერიშებს ამერიკელ სამხედროებსა და ერაყის მთავრობის წევრებზე.
XS
SM
MD
LG