Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვენაში ეუთოს წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთის


ვენაში ეუთოს წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთის წინადადებას, შეიზღუდოს საქართველოსთან საზღვრის

ვენაში ეუთოს წარმომადგენლები განიხილავენ რუსეთის წინადადებას, შეიზღუდოს საქართველოსთან საზღვრის
ჩეჩნეთის, ინგუშეთის და დაღესტნის მონაკვეთებზე ეუთოს (ევროპაში უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის) მონიტორინგის მისია. რუსეთი დაიმუქრა, რომ, შესაძლოა, ვეტო დაადოს ეუთოს მომავალი წლის ბიუჯეტს, თუ ეუთო არ შეამცირებს მონიტორინგს, რომელიც რუსეთის შეფასებით, საჭირო აღარ არის. ჩვენი კორესპონდენტის ცნობით, საქართველოს წარმომადგენელმა ეუთოში აღნიშნა, რომ მონიტორინგის გაგრძელება საჭიროა. ეუთოს პრეს-მდივნის განცხადებით, შუამავლების მიერ შეთავაზებული კომპრომისით, შეუიარაღებელი მეთვალყურეების რიცხვი ზაფხულში უნდა შემცირდეს 150-დან 90-მდე, ხოლო ზამთარში - 70-დან 65-მდე. როგორც იუწყებიან, ამ წინადადებას ხუთშაბათს, ეუთოს მუდმივი საბჭოს სხდომაზე განიხილავენ.
XS
SM
MD
LG