Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოში დღეს საღამოდან ელექტროენერგია ყველა


საქართველოში დღეს საღამოდან ელექტროენერგია ყველა რეგიონს 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება.

საქართველოში დღეს საღამოდან ელექტროენერგია ყველა რეგიონს 24-საათიანი გრაფიკით მიეწოდება.
ამის შესახებ დღეს მთავრობის სხდომაზე ისაუბრა ენერგეტიკის მინისტრმა ნიკა გილაურმა. მისი თქმით, 24-საათიანი ელექტრომომარაგება 4-5 იანვრამდე გაგრძელდება, იქნება ასევე 7 იანვარს და– 13-14 იანვარს. "უნდა გავითვალისწინოთ ის ფაქტიც, რომ ელექტროენერგიის 24-საათიანი გრაფიკი არა გაზრდილი იმპორტის ხარჯზე, არამედ საქართველოში არსებული სიმძლავრეების მობილიზებით იგეგმება", განაცხადა გილაურმა. ამის შესახებ იუწყება საინფორმაციო სააგენტო "ინტერპრესი".
XS
SM
MD
LG