Accessibility links

logo-print

სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი კატასტროფული


სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი კატასტროფული მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამის

სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი კატასტროფული მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამის
მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ბოლო ცნობების თანახმად, დაიღუპა 80 000-მდე ადამიანი. ყველაზე მძიმედ დაზარალდა ინდონეზია, სადაც დაღუპულთა რიცხვი, ოფიციალური ინფორმაციით, 45 000-ს აღემატება. გარდა ამისა, უგზო-უკვლოდ დაკარგულია ათასობით ადამიანი, მათ შორის უცხოელი ტურისტები. ტაილანდის პრემიერ-მინისტრმა თაქსინ შინავატრამ განაცხადა, რომ მსხვერპლთა რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, რადგან ჯერჯერობით ვერ ხერხდება სრულფასოვანი ინფორმაციის მიღება ზოგიერთი რაიონიდან, რომელთანაც გაწყვეტილია კავშირი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლების ვარაუდით, ეპიდემიებმა, შესაძლოა, დამატებით ათიათასობით ადამიანის სიცოცხლე შეიწიროს, თუ გადარჩენილებს მალე არ დაეხმარებიან. ამასობაში, დაწყებულია ცუნამით დაზარალებულების დახმარების ფართომასშტაბიანი საერთაშორისო აქცია.
XS
SM
MD
LG