Accessibility links

ერაყის ქალაქ მოსულში, აშშ-ის სამხედრო


ერაყის ქალაქ მოსულში, აშშ-ის სამხედრო შენაერთებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარ შეტაკებებში,

ერაყის ქალაქ მოსულში, აშშ-ის სამხედრო შენაერთებსა და მეამბოხეებს შორის მომხდარ შეტაკებებში,
რომლებშიც შეერთებული შტატების ავიაციაც მონაწილეობდა, 25-მდე მეამბოხე დაიღუპა. ამერიკის სარდლობის ცნობით, ბრძოლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ორმა თვითმკვლელმა მოიერიშემ აშშ-ის სამხედრო ბაზის მისადგომებთან დანაღმული ავტომანქანები ააფეთქა. დღესვე, საღამოს, ბაღდადში დაუდგენელი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ ერთ-ერთ შენობაში და ორი ლიბანელი ბიზნესმენი მოიტაცეს. წუხელ ბაღდადში მომხდარმა აფეთქებამ, სულ ცოტა 28 ადამიანი მოკლა, მათ შორის რამდენიმე პოლიციელი. აფეთქება მოხდა, როცა პოლიციის შენაერთი, როგორც ვარაუდობენ, ერთ შენობაში შეიტყუეს მეამბოხეებმა. პოლიციას დაურეკეს და შეატყობინეს, რომ შენობიდან ვიღაც ისროდა - როცა პოლიცია ადგილზე მივიდა, სახლი აფეთქდა. ნანგრევებად იქცა ის და კიდევ სამამდე მეზობელი შენობა. დაიჭრა 25 ადამიანი.
XS
SM
MD
LG