Accessibility links

logo-print

სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი კატასტროფული


სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი კატასტროფული მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამების

სამხრეთ აზიაში კვირას მომხდარი კატასტროფული მიწისძვრისა და ამით გამოწვეული ცუნამების
მსხვერპლთა რიცხვმა 114 ათასს გადააჭარბა. ყველაზე მძიმე ზარალი მიადგა ინდონეზიის აჩეჰის პროვინციას, სადაც თითქმის 80 ათასი ადამიანი დაიღუპა. გარდა ამისა, მნიშვნელოვნად დაზარალდნენ შრი ლანკა, ინდოეთი, ტაილანდი და სომალი. დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა შორის ბევრია უცხოელი ტურისტი. ინდონეზიის პრეზიდენტის, სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს განცხადებით, მისი ხელისუფლება ყოველ ღონეს ხმარობს, რათა თავიდან აიცილოს სხვადასხვა ეპიდემიის გავრცელება.
[სუსილო ბამბანგ იუდჰოიონოს ხმა] "ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ, ეპიდემიის გავრცელება. ძალიან შეშფოთებული ვართ ბანდა აჩეჰსა და მეულაბოში შექმნილი ვითარების გამო. იქ ეკოლოგიური და სამედიცინო კატასტროფაა მოსალოდნელი. მივიღებთ ყველა აუცილებელ ზომას, მოძრავი საავადმყოფოების ამოქმედების ჩათვლით." ახალი მიწისქვეშა ბიძგები, ხალხში მოარული ხმები და ინდოეთის მთავრობის გაფრთხილება ახალი ცუნამების საშიშროების შესახებ ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს. ზოგიერთ დაზარალებულ რაიონში მოსახლეობა პანიკამ მოიცვა. ამასობაში მიმდინარეობს სტიქიური უბედურებით დაზარალებულთა დახმარების ფართომასშტაბიანი საერთაშორისო აქცია. მაგრამ გაეროს ცნობით, სამხრეთ აზიამდე ამ დახმარების ჩატანა ჭიანურდება. ამ ორგანიზაციის მონაცემებით, საკვებს, წყალსა და მედიკამენტებს ხუთ მილიონამდე ადამიანი საჭიროებს.
XS
SM
MD
LG