Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ეუთომ ვერ მიაღწია შეთანხმებას საქართველო-რუსეთის


ეუთომ ვერ მიაღწია შეთანხმებას საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის

ეუთომ ვერ მიაღწია შეთანხმებას საქართველო-რუსეთის ჩეჩნეთის, ინგუშეთისა და დაღესტნის
მონაკვეთებზე მონიტორინგის გაგრძელების შესახებ. ეუთოს პრესმდივნის რიჩარდ მერფის ცნობით, რუსეთმა ვეტო დაადო შეთანხმების პროექტს, რომელიც სამეთვალყურეო მანდატის კიდევ ექვსი თვით გაგრძელებას ითვალისწინებდა. რადიო "თავისუფლებასთან" ინტერვიუში მერფიმ განაცხადა რომ საქართველოსა და რამდენიმე სხვა ქვეყანას იმედი ჰქონდათ, რომ რუსეთი მხარს დაუჭერდა მისიისთვის მანდატის ვადის გაგრძელებას, მაგრამ ეს იმედი არ გამართლდა. [რიჩარდ მერფის ხმა] "არ იყო კონსენსუსი საქართველოში საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის გაგრძელების საკითხში. ასე რომ, 31 დეკემბერს, საზღვრის მონიტორინგის ოპერაციის მანდატს ვადა ეწურება. ამ საკითხზე და სხვა მოუგვარებელ პრობლემებზე, როგორიცაა, მაგალითად, 2005 წლის ბიუჯეტის საკითხი, მოლაპარაკება იანვარში გაგრძელდება." მერფის თქმით, მეთვალყურეები სასაზღვრო რაიონს პარასკევს ღამით დატოვებენ, როცა მათს მანდატს ვადა ამოეწურება.
XS
SM
MD
LG