Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტობის


უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატის,

უკრაინის უზენაესმა სასამართლომ უარყო პრეზიდენტობის დამარცხებული კანდიდატის,
პრემიერ-მინისტრ ვიქტორ იანუკოვიჩის ოთხივე სარჩელი, რომლებშიც ჩამოთვლილია კენჭისყრის მსვლელობაში საარჩევნო კანონის დარღვევის შემთხვევები. თუმცა, იანუკოვიჩს უფლება აქვს, არჩევნების შედეგები მას შემდეგ გაასაჩივროს, რაც მათ ცენტრალური საარჩევნო კომისია გამოაქვეყნებს. ოპოზიციის ლიდერის, ვიქტორ იუშჩენკოს მხარდამჭერები დარწმუნებული არიან, რომ იანუკოვიჩის სარჩელები იუშჩენკოს ხელს ვერ შეუშლის პრეზიდენტის პოსტის დაკავებაში. ამასობაში, გავრცელდა ცნობა, რომ ვიქტორ იუშჩენკო მხარს დაუჭერს იულია ტიმოშენკოს კანდიდატურას მთავრობის თავმჯდომარის თანამდებობაზე. თუმცა, იუშჩენკოს წარმომადგენლის განცხადებით, ამის თაობაზე გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. იულია ტიმოშენკომ უკრაინის პოლიტიკურ ცხოვრებაში მოსალოდნელ ცვლილებებზე ისაუბრა: [იულია ტიმოშენკოს ხმა]: "ოპოზიცია, ჩვენი მმართველობის დროს, ციხეებსა და გადასახლებაში არ იქნება, როგორც ეს კუჩმას დროს იყო. და მის წევრებს თავებს არ მოაჭრიან, როგორც ღონღაძეს მოაჭრეს. აღარც ჟურნალისტებს დაუწყებენ კეტებით ცემას მათსავე სადარბაზოებში. რადგან ჩვენ ხელისუფლებაში სულ სხვა გულითა და სხვა გონებით მოვდივართ. და, ვფიქრობ, რომ ამას თქვენც დაინახავთ და გაიგებთ."
XS
SM
MD
LG