Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცხინვალის ხელისუფლების


საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის შეხვედრა,

საქართველოს პრემიერ-მინისტრისა და ცხინვალის ხელისუფლების ლიდერის შეხვედრა,
რომელიც დღეისთვის იყო დაგეგმილი, არ შედგა. მიღებული ცნობების თანახმად, ბოლო მომენტში ედუარდ კოკოითიმ თავი აარიდა შეხვედრაში მონაწილეობას. მხარეებს უნდა განეხილათ კონფლიქტის ზონის დემილიტარიზაციის თაობაზე 5 ნოემბერს, სოჭში მიღწეული შეთანხმების შესრულების მიმდინარეობა. ზურაბ ჟვანიამ ცხინვალის რეგიონის მოსახლეობას დამდეგი ახალი წელი მიულოცა და საახალწლო საჩუქრები გადასცა. იგი ეწვია ხსოვნის მემორიალს და პატივი მიაგო ქართულ-ოსური კონფლიქტის დროს დაღუპულებს. მან მოინახულა, აგრეთვე, სოფელ კეხვში საქართველოს სამშვიდობო ძალების ახალი ყაზარმა. ჟვანიასთან ერთად ცხინვალის რეგიონში იმყოფებოდა სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა. როგორც ხაინდრავამ ჟურნალისტებთან საუბარში თქვა, 2005 წელი გარდამტეხი უნდა გახდეს ქართველი და ოსი ხალხების ურთიერთობაში.
XS
SM
MD
LG