Accessibility links

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის


საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე დავით კირკიტაძე უარყოფს

საპარლამენტო ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მოადგილე დავით კირკიტაძე უარყოფს
პარლამენტის დაცვის წევრის ცემის ფაქტს. დღეს მოწყობილ ბრიფინგზე კირკიტაძემ განაცხადა, რომ გასულ ორშაბათს მასა და პარლამენტის დაცვის ერთ-ერთ წევრს შორის მოხდა ხმამაღალი შელაპარაკება, რომელიც არ გადაზრდილა ფიზიკურ შეურაცხყოფაში, როგორც ეს საინფორმაციო საშუალებებით გავრცელდა. კირკიტაძე არ უარყოფს, რომ ორშაბათს მომხდარ ინციდენტში დამნაშავე თვითონ არის, და რომ იგი უკანონოდ მოითხოვდა მასთან მისული სტუმრების პარლამენტის თავმჯდომარის ფლიგელში გადაყვანას. კირკიტაძემ მადლობა გადაუხადა დაცვის წევრს, რომ მან კანონი არ დაარღვია და მისი სტუმრები შესაბამისი საშვის არქონის გამო დააკავა.
XS
SM
MD
LG